არწივი (ლათ. Aquila) — ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა.. სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. თითები ბუმბულით შემოსილია გალომდე. გარეთა და შუა თითების ბრჭაყელი ძლიერ განვიტარებულია, ფრთები - გრძელი და განიერი, ბოლო - მომრგვალებული. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. დებს 1 - 3 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 40-45 დღეს. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს. შუა აზიაში მთის არწივს ათვინიერებენ და სანადიროდ იყენებენ. საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყინვანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი, მ. შ. არის როგორც მობინადრე, ისე მიმოფრენი სახეობები.
სვავი (Aegipius monachus) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ტანად დიდია. ს. 100-110 ცმ., ფ.ს. 250-295 სმ., წონა 7-12 კგ. გავრცელებულიასამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. ვერტიკალურად ზღვის დონიდან 3300 მ-მდე ადის. ბინადრობს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე. საქართველოში ცხოვრობს მთებში, ზეგნებსა და ღია ადგილებში.ევრაზიაში გავრეცელებულ მტაცებელ ფრინველებს შორის ყველაზე დიდია. ახალგაზრდა ფრინველის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა ასაკის მატებასთან ერთად მუქი ყავისფერი ხდება. თავი და კისერი თითქმის მთლიანად ღია ფერის ღინღლით არის დაფარული. გამონაკლისს წარმოადგენს ყელი და არე თვალის გარშემო, რომელიც შავია.ჰაერში ორბისგან განირჩევა შედარებით გრძელი, სოლისებური კუდით, მუქი შეფერილობით და ფრთების მდგომარეობით, რომლებიც სვავს თითქმის ერთ დონეზე უჭირავს, ორბს კი ოდნავ ზემოთ აქვს აწეული.მძორისმჭამელ ფრინველთა შორის სვავი ერთ-ერთი უიშვიათესია. ბინადრობს დაბლობში, თუმცა არც თუ იშვიათად მთაშიც გვხვდება.
Hiç yorum yok:
Yorum Gönder